პოტენციური ეკომიგრანტები ბულაჩაურიდან {video} (აზერბაიჯანული თარგმანი)

2015 წლის 17 მარტი | 13:35

იმ მეწყერსაშიშ ზონებს შორის, რომლებიც საქართველოში არსებობს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ერთ-ერთია. სოფელ ბულაჩაურში უკვე ორი ათეული წელია, გაზაფხულის დადგომის ეშინიათ. მიზეზი ეროზიაა, რაც ადგილობრივების თქმით ტყის მასივის განადგურებამ გამოიწვია.

2015 წლიდან ეკომიგრანტების სტატუსი მინისტრის დადგენილებით არის განსაზღვრული. ამის შესახებ გრიგოლ გიორგაძემ “მრავალკუთხედთან” საუბარში აღნიშნა. მისივე თქმით, შეცვლილია ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებლის გამოყოფის პროცედურა. რაც შეეხება უკვე შეძენილ სახლებს, მათი ხელახალი რეგისტრაციისათვის აზომვითი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 246.