პირველი სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში ახალი სოციალური შეღავათების ამოქმედება {VIDEO}

2016 წლის 31 აგვისტო | 16:21

პირველი სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერ პირებს პენსია გაეზრდებათ. ისინი ამჟამად არსებული 180 ლარის ნაცვლად 20%-ით გაზრდილ პენსიას, ანუ 216 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა განაცხადა.

როგორც ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების სოციალური პაკეტიც. ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და მარჩენალდაკარგული ოჯახები 20-%-ით გარზდილ დანამატს, ანუ 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ.

სინქრონი:

ზაზა სოფრომაძე – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი.