“ფრიდომ ჰაუსი” ქვეყნების დემოკრატიულ პროგრესს აფასებს {VIDEO}

2016 წლის 14 აპრილი | 12:09

“ფრიდომ ჰაუსის” დასკვნაში ყოველი ქვეყანა 7 ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 1 დემოკრატიული პროგრესის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს შეესაბამება, ხოლო 7 ყველაზე დაბალს. მაგალითად რუსეთის რეიტინგი  ამ დასკვნაში 6.5, ყაზახეთის- 6.61, ხოლო ბელარუსის- 6.64. უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მაჩვენებელი 5.50-ის ფარგლებში მერყეობს, აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნების კი 2-ის. ყველაზე დაბალი რეიტინგი კი უზბეკეთს და თურქმენეთს აქვთ- 6.93.

დოკუმენტში მითითებულია, რომ 15 ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან 7-ს დიქტატორები მართავენ, რომლებიც ხელისუფლების სათავეში სულ მცირე 10 წლის განმავლობაში იმყოფებიან. ნავთობის დაბალი ფასი ამ ავტორიტარული რეჟიმების სტაბულურობას საფრთხეს უქმნის, ხოლო არალიბერალური პოლიტიკის გავრცელება, ევროპაში დემოკრატიისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება, თვლიან უფლებადამცველები.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.