ფრანსუა ოლანდისა და ვლადიმერ პუტინის არშემდგარი შეხვდრა პარიზში {VIDEO}

2016 წლის 17 ოქტომბერი | 13:27

ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა პარიზში ვიზიტზე, სადაც ფრანსუა ოლანდს უნდა შეხვედროდა, – იტყობინება სააგენტო “როიტერი” თავის წყაროებზე დაყრდნობით. მანამ რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ  საფრანგეთის პრეზიდენტმა თავად  დააყენა, შეხვედრა 19 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.

კრემლი პუტინის საფრანგეთში ვიზიტის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია, ამის შემდეგ, “როიტერის” ინფორმაციით, მოსკოვსა და პარიზს შორის მოლაპარაკებები შედგა, რომლის დროსაც ფრანგულმა მხარემ რუსეთს აცნობა, რომ ვიზიტის ფარგლებში ფრანსუა ოლანდი პუტინს მხოლოდ სირიის საკითხზე სასაუბროდ შეხვდებოდა.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.