ფეიკ ნიუსები, ფაქტები და ალტერნატიული ფაქტები-3 მაისი თავისუფალი პრესის დღეა [Video]

2017 წლის 3 მაისი | 18:45

ფეიკ ნიუსები, ფაქტები და ალტერნატიული ფაქტები, კრიზისი თანამედროვე მედიაში და შუასაუკუნეებში შექმნილი სიმართლის იერარქია, „პოსტსიმართლის ეპოქა“ და ჟურნალისტიკა- მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარით გამოეხმაურნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტურანტურის სტუდენტები. შეხვედრაზე სულ წარმოდგენილი იყო 7 მოხსენება, თუმცა დამწყები ჟურნალისტების მხრიდან სემინარის მიმართ ინტერესი დაბალი აღმოჩნდა. სტუდენტების დიდი ნაწილი შეხვდრას არ დასწრებია.

3 მაისს მსოფლიო, თავისუფალი პრესის დღეს უკვე  ოცდამეხუთედ აღნიშნავს. თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი-2107“ -ის კვლევით, საქართველო 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების მხრივ 64-ე ადგილს იკავებს.

სინქრონები:

  1. ნათია კუპრაშვილი-თსუ-ს პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი;
  2. ზაზა ცოტნიაშვილი- განათლების სახლის დამფუძვნებელი, პროფესორი;
  3. ნინო ჭალაგანიძე- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
  4. თამარ დოლბაია- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.