პერსონალური ინფლაციის კალკულატორი- საკუთარი ხარჯების კონტროლის ახალი პროგრამა {VIDEO}

2017 წლის 22 მარტი | 13:01

მოქალაქეებს საკუთარი შემოსავლების კონტროლით პირადი ინფლაციის დაანგარიშება შეეძლება. ამის საშუალებას მათ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი პროგრამა აძლევს.

ინფლაცია ქვეყანაში არსებული ფასების ზოგად მაჩვენებლებს ზომავს, ხოლო პერსონალური ინფლაცია იანგარიშება კონკრეტული მომხმარებლისთვის პრიორიტეტული საქონლის ფასების ცვლილების მიხედვით.

ახალ პროგრამას აფასებენ ეკონომიკის ექსპერტებიც. ლევან კალანდაძის განმარტებით, ეს მოქალაქეს საკუთარი ხარჯების კორექტირების საშუალეას აძლევს.

პერსონალური ინფლაციის კალკულატორის პროგრამა მსოფლიოში წამყვანი ქვეყნებში უკვე მოქმედებს.

სინქრონები:

მერი დაუშვილი – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი;
ლევან კალანდაძე – ეკონომიკის ექსპერტი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ნინო ხაბაძე, ბობ ჭურღულია.