ომბუდსმენი არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს {VIDEO}

2016 წლის 31 ოქტომბერი | 13:00

დამკვირვებლებზე ზეწოლა, ჟურნალისტებისთვის მუშაობის ხელის შეშლასა და მარკირების წესის დარღვევა,- სახალხო დამცველი 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურს აფასებს.

მისივე თქმით, ასევე საარჩევნო უბანზე აგიტაციის, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებსაც ჰქონდა ადგილი.

მთლიანობაში საარჩევნო პროცესს უჩა ნანუაშვილი დადებითად აფასებს, მისი განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

ომბუდმენის  თქმით, მზადდება სპეციალური ანგარიში, რომელშიც აისახება შესაბამისი რეკომენდაციები.

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის – 18 და რეგიონების 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

სინქრონი:

უჩა ნანუაშვილი – სახალხო დამცველი.