ომალოში აეროდრომის პროექტირებისათვის გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი განაცხადი შევიდა {VIDEO}

2016 წლის 4 ნოემბერი | 18:31

ომალოში აეროდრომის პროექტირებისათვის გამოცხადებული ტენდერი დღეს დასრულდა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი შპს „ტრანსპროექტის“ განაცხადი შევიდა. აეროპორტების გაერთიანებაში დოკუმენტაციას სწავლობენ და გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. ომალოს გეოგრაფიული მდებარეობისა და რელიეფის გამო, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ჯერ წინასაპროექტო კვლევის შედეგები უნდა წარმოადგინოს, რისთვისაც, ამ უკანასკნელს 45 დღიანი პერიოდი აქვს.

შემდეგი ნაბიჯი კი უკვე პროექტის წარდგენა იქნება. ამისთვის კომპანიას 2 თვიანი ვადა ექნება. რაც შეეხება მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღს, „აეროპორტების გაერთიანების“ აღმასრულებელი მენეჯერი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კლიმატის გამო მშენებლობა შესაძლებელია მაისის ბოლოს დაიწყოს. მისი განმარტებით, გაზაფხულამდე, მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ტექნიკის გადაადგილება შეზღუდული იქნება.

სინქრონი:

ივანე პეტრიაშვილი – “აეროპორტების გაერთიანების” აღმასრულებელი მენეჯერი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.