ომბუდსმენისთვის შაჰინის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება გაუგებარია {VIDEO}

2017 წლის 6 თებერვალი | 15:18

ჩვენ ვსწავლობთ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის საკითხს, არდგან გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ, – უჩა ნანუაშვილი  ბათუმში არსებული შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ 3 თებერვალს შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმა. მიუხედავად ამისა, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

სინქრონი:

უჩა ნანუაშვილი – ომბუდსმენი.

 

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.