ოლიმპიური კომიტეტის რჩეულები

2012 წლის 1 თებერვალი | 17:40

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2011 წლის რჩეულები დღეს დასახელდნენ.

საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მშვილდოსანმა ქრისტინე ესებუამ მიიღო. საუკეთესო მწვრთნელის სახელი ზაზა თურმანიძემ (თავისუფალი ჭიდაობა)და ჰეიუნგ სეიუნგმა (მშვილდოსნობა) დაიმსახურეს.

ოლიმპიური კომიტეტმა სპორტის გაშუქებისთვის საუკეთესო ჟურნალისტიც გამოვლინა, ტიტულის მფლობელად საზოგადოებრივი რადიოს წარმომადგენელი ელენე ბილოხოძე დასახელდა.

სინქრონები:

ქრისტინე ესებუა-მშვილდოსანი

გია ნაცვლიშვილი-საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

ელენე ბილოხოძე-ჟურნალისტი