ოლიმპიადა “ევერესტი” – ახალგაზრდა მათემატიკოსების კონკურსში 16 000 მოსწავლე ჩაერთო {VIDEO}

2016 წლის 24 ოქტომბერი | 17:38

მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” მე-15 სეზონი III-VI კლასელების ოლიმპიადით გაიხსნა. პირველი ტური 22-23 ოქტომებრს ჩატარდა. რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით 16 000 მოსწავლემ გაიარა. ეს რაოდენობა, გასული წლის მონაცემებთან შედარებით 35%-ით მეტია. ოლიმპიადა “ევერესტის” მონაწილეებმა, მეორე ტურში გადასასვლელად, 120 ქულიდან მინიმუმ 30 უნდა დააგროვონ, ხოლო ფინალში მოსახვედრად 500 საუკეთესოთა შორის უნდა მოხვდნენ. ოლიმპიადა “ევერესტი” უკვე ათი წელია ტარდება, მასში მონაწილეობენ მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეები. გასული წლის მონაცემებით, მასში 30 000-მდე მოსწავლე და 500-მდე პედაგოგი ჩაერთო. ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით 20-მდე რეგიონში ტარდება.