ოკუპირებული აფხაზეთი შესაძლო ენერგოკრიზისის წინაშე –  ილია ელოშვილის განმარტებები {VIDEO}

2017 წლის 23 იანვარი | 17:53

ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურჰესში წყლის დონის კლების გამო, გრაფიკის დაწესება იგეგმება. სეზონური ენერგოკრიზისის ასარიდებლად საქართველოს მთავრობა რეგიონს საკუთარ გეგმას სთავაზობდა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი გამრიცხველიანებას გულისხმობდა. GARB აფხაზეთში ენერგომომარაგების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ესაუბრა.

ილია ელოშვილის თქმით, აღნიშნული პრობლემა უკვე რამდენიმე წელია არსებობს და მის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ოკუპირებულ აფხაზეთთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა, ქართულმა მხარემ მათ გამოსავლის სახით აბონენტების გამრიცხველიანება შესთავაზა, რაც ელექტროენერგიაზე გადასახადის გაზრდას გამოიწვევდა. როგორც მინისტრის მოადგილე ჩვენთან საუაბარში აცხადებს, აფხაზურმა მხარემ დაინტერესება გამოთქვა თუმცა პროცესი არ დაწყებულა, რის გამოც, 2017 წლის ზამთრის სეზონზეც  მოსალოდნელია რომ რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს.

არსებული ინფორმაციით,  26 იანვარს, ენერგეტიკოსებს შორის შეხვედრა იგეგმება, რომლის მთავრი თემაც სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზების ძიება იქნება.

ენერგეტიკის პრობლემებს, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ კორესპონდენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან სისტემატურად ყოველწლიურად აშუქებდა. ჩვენს აქრივში ასევე მოიძებნება, ილია ელოშვილის კომენტარიც, სადაც ის აფხაზ კოლეგებს სექტორში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, თანამშრომლობასა და საქართველოს მოდელის გათვალისწინებას სთავაზობს. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგაც, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება.

სინქრონი:

ილია ელოშვილი – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.