ნორვეგია საქართველოსთან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობას აღრმავებს {VIDEO}

2017 წლის 3 აპრილი | 13:46

რეზერვის ახალი სისტემა ნორვეგიის უშუალო მხარდაჭერით შეიქმნება. ამის შესახებ ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნორვეგიასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. იზორიას განცხადებით, ნორვეგია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ნორვეგიის დახმარება, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ექსპერტების ჩართულობით, მნიშვნელოვანი იყო. იზორიას თქმით, ახლა უკვე საქართველოა მზად გაუზიაროს გამოცდილება ქვეყნებს, სადაც მსგავსი ცენტრების შექმნაა დაგეგმილი.

თავის მხრივ,  ინე ერიქსენ სორეიდემ საქართველოში დაგეგმილ რეფორმებს ამბიციური და მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით, ნორვეგიამ ეს ეტაპი უკვე გაიარა და ახლა მზადაა გარდამავალ ეტაპზე დახმარება საქართველოს გაუწიოს.

სინქრონები:

  • ლევან იზორია – საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  • ინე ერიქსენ სორეიდე – ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი.

 

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, სანდრო ხატიაშვილი.