NDI – მოსახლეობის 72% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა {VIDEO} | GarbOnline.TV

NDI – მოსახლეობის 72% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა {VIDEO}

2017 წლის 16 იანვარი | 12:26

მოსახლეობის 72% მხარს ევროკავშირში, ხოლო 61% ნატოში გაწევრიანებას უჭერს- NDI -იმ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მხრივ მოსახლეობის აზრი გამოიკითხა, რომლის მიხედვითაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაც მოსახლერობა სტაბილურად უჭერს მხარს

ანგარიშის თანახმად, განსხვავებული მდგომარეობაა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკიტხულთა 47% უჭერს, ხოლო 29%-სთვის მიუღებელია. ამასთან შედარებით მაღალია იმ მოსახლეობის რაოდნობა რომელსაც კითხვაზე პასუხი არ აქვს და ის 24%-ს შეადგენს.

ასევე მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მოხმრეების რაოდენობა, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ახალციხეში. თუმცა ზუგდიდში შედარებით მცირე რაოდენობა ემხრობა ნატოში გაწევრიანებას.

განსხვავებულია ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერების რაოდენობა ასაკის მიხედვით, მომხრეები ძირთადად 18-დან 55 წლამდე მოქალაქეები არიან, 56 წლის ზემოთ კი მათი რაოდენობა მცირდება. პოლიტიკური პარტიების მიხედვით, კი საქართველოს აღნიშნულ საგარეო კურსს „ნაცინალური მოძრაობის“ მხარდაჭერები შედარებით მეტად ემხრობიან.

აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბრი- 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 3 141 ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. NDI -ის კვლევებს, CRRC-საქართველო შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.

სინქრონი:

ლორა თორნტონი – NDI-საქართველოს ოფისის დირექტორი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.