“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” დაიწყო {VIDEO}

2016 წლის 10 ნოემბერი | 16:20

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ დაიწყო. მასშტაბურ სწავლებაში, რომელიც 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ნატო-ს წევრი 11 და 2 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს.
წვრთნებში სულ 250 სამხედროა ჩართული. სამეთაურო-საშტაბო წვრთნების მიზნად კრიზისულ სიტუაციებში ერთობლივი მოქმედებები და ნატო-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა სახელდება.
ნატო-საქართველოს სწავლება 2016 ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 მიმართულებიდან ერთ-ერთი პროექტია.