ნიცაში მომხდარის შედეგად ამ დროისთვის 84 ადამიანია გარდაცვლილი

2016 წლის 15 ივლისი | 10:41

aaaოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 84-ს შეადგენს. 18 ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

14 ივლისს, პარიზის დროით 21-30 საათზე, ბასტილიის აღების ეროვნულ დღესასწაულზე, ფოერვერკების დროს, სატვირთო ავტომობილი საზეიმოდ შეკრებილ ხალხის მასაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

პოლიციამ თავდამსხმელი სროლის დროს მოკლა. სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას აღმოჩენილია ყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი. ინცინდენტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი 31 წლის ფრანგი, წარმოშობით ტუნისელია. თავდასხმის დროს დოკუმენტები მას თან ჰქონდა. პოლიციამ ამ დროისთვის არ იცის ის მოქმედებდა ცალკე თუ თანამზრახველებთან ერთად.

წყაროები საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურიდან აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ხელმძღვანელი – პატრიკ კალვარი იტყობინებოდა შესაძლო თავდასხმის შესახებ.

“ისინი გადავლენ დამინული ავტომობილებისა და სხვა ფეთქებადი საშუალებების გამოყენების ეტაპზე” – დარწმუნებული იყო კალვარი.

საფრანგეთში ტერაქტების მოლოდინი არსებობდა 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროსაც, ჩემპიონატის მსვლელობის დროს ყველა ობიექტი განსაკუთრებულ მეთვალყურეობას ექვემდებარებოდა.

ზოგიერთი მედია თავდასხმის შემდეგ იტყობინებოდა, რომ თავდამსხმელებმა მძევლებიც აიყვანეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიერ ანრი ბრანდემ კი განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისათვის არავის აუღია.

რა არის ცნობილი?
– ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადაჰყავდათ დაზარალებულები.
– მიმდებარე სასტუმროში Negresco მოეწყო მინი ჰოსპიტალი დაზარალებულებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
– საფრანგეთის პრეზიდენტმა გააუქმა სამუშაო ვიზიტი ავინიონში, ის პარიზიდან კოორდინირებას უწევს საგანგებო ჯგუფს. პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ ჩაფრინდა ტრაგედიის ადგილზე.

ტექსტი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.