ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე ვიდეომასალით მივიდა {video}

2015 წლის 22 ოქტომბერი | 16:00

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი პროკურატურას მთავრობისგან ინფორმაციის მიმტანი პირის ვინაობას დაუსახელებს.  ის აბობს რომ აღნიშნულ პიროვნებას ენდობა და რომ მას მისთვის სამთავრობო მესიჯები არაერთხელ გადაუცია.

გვარამიამ პროკურატურაში შესაბამისი ვიდეოკადრებიც მიიტანა, სადაცა ასევე მის მიმართ გარკვეული შანტაჟისა და მუქარის შემცველი მასალაც არის.

მან უარყო გავრცელებული ინფომაცია იმის შესახებ რომ ეს ადამიანი დეპუტატი გედევან ფოფხაძეა.

“ის არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, თუმცა არ არის მაღალი თანამდებობის პირი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ჯერ უცნობია აღნიშNული პიროვნების ვინაობის შესახებ გახდება თუ არა ცნობილი. როგორც გვარამია აცხადებს ამას პროკურატურა გადაწყვეტს.

სინქრონი:

ნიკა გვარამია – ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.