New York – გამოფენა ამერიკის დღეების ფარგლებში [Video]

2017 წლის 28 აპრილი | 14:58

ქართველი ფოტოგრაფების თვალით დანახული ნიუ-იორკი, მეგაპოლისის რიტმი და ნიუ-იორკელების ყოველდღიურობა – გალერეამ ,,ბლექ ანდ ვაითი“  ხუთი ფოტოგრაფის ნამუშევრებს უმასპინძლა. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ  დინა ოგანოვას, გია ჩხატარაშვილის, დარო სულაკაურის, იური მეჩითოვისა და ანა გოგუაძის ობიექტივში დანახული მეგაპოლისი შეეფასებინათ.

გამოფენა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. ორგანოზატორთა განცხადებით, თბილისის შემდეგ, გამოფენა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაინაცვლებს.

სინქრონები:

  • დინა ოგანოვა –  ფოტოგრაფი;
  • იური მეჩითოვი – ფოტოგრაფი;
  • სოფო ბზიშვილი – ამერიკის საელჩოს დემოკრატიისა და გრანტების პროგრამების მენეჯერი.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, ბობ ჭურღულია.