ნენსკრა და ნამახვანის ჰესების კასკადი- მოსახლეობის პროტესტი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პასუხი {VIDEO}

2016 წლის 30 სექტემბერი | 21:45

სვანეთში “ნენსკრა ჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. როგორც ჭუბერის მცხოვრებმა, გარი ჩხვიმიანმა “GARB”-თან საუაბარში განაცხადა,  ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. მიზეზად კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს ასახელებს, რომლის თანახმადაც ჰესის მშენებლობა კლიმატურ ცვლილებებს გამოიწვევს.

კლიმატურ ცვლილებებს ასახელებს  პროტესტის ერთ-ერთ მიზეზად, დასავლეთ საქართველოში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ განწყობილი მოსახლეობაც. გარდა აღნიშნული მიზეზისა, ჩვენთან საუაბრში ლევან ხმელიძე ამბობს, რომ ჰესების კასკადის დაგეგმილი მშენებლობის გამო მიმდენარე რეგიონებში გაჩერებულია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს ენერგეტიკის სამინისტროში პასუხობენ. მინისტრის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე, მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგობას მიზანმიმართულ პროტესტად აფასებს. მისი თქმით, ორივე ჰესისის მშენებლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია მოსახლეობის ინტერესებიც.

სინქრონები:

გარი ჩხვიმიანი – ჭუბერის მცხოვრები;
ლევან ხმელიძე – ცაგერის რაიონის მცხოვრები;
ირაკლი ხმალაძე – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.