NDI-ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას გამოკითხულთა 61% უარყოფითად აფასებს {VIDEO}

2017 წლის 16 იანვარი | 12:57

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა უმრავლესობა -52% ეთანხმება, ხოლო  44% აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს.

მდგომარეობა განსხვავებულია ქუთაისში, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 61% აცხადებს, რომ ადგილობრივი მთავრობა მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს და მხოლოდ 34% დადებითად დამოკიდებულებას გამოხატავს.

ვითარება თითქმის იდენტურია ქალაქ ბათუმში – ადგილობრივების 51% აცხადებს, რომ მთავრობა მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს, ხოლო 41 % შეკითხვისას გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა ზუგდიდში, ხოლო ახალციხეში ადგილობრივი მთავრობის მიერ გაწეულ საქმანობას მნიშვნელოვნად აფასებს რესპოდენტთა 59%.

რაც შეეხება საკრებულოებს, NDI_ის კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 86 %-ს, ბოლო 12 თვის განმავლობაში, საკრებულოსთან შეხება არ ჰქონია, ხოლო 67 %-ს მერიასთან.  გამოკითხულთა 37% საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია ხოლო უკმაყოფილო 23%-ია. რაც შეეხება მერიას, უწყების მუშაობას დადებითად აფასებს რესპოდენტთა 33 % , უარყოფით დამოკიდებულებას კი  27%  გამოთქვამს.

აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბრი- 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 3 141 ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. NDI -ის კვლევებს, CRRC-საქართველო შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.

სინქრონი:

ლორა თორნტონი – NDI-საქართველოს ოფისის დირექტორი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.