NDI-ის გამოკითხვა და მოსახლეობის ევროპული განწყობები ქუთაისში {VIDEO}

2017 წლის 23 იანვარი | 20:09

NDI-ის კვლევების მიხედვით, ქუთაისი 19%-ით პირველ ადგილზეა, რომლის მოსახლეობისათვისაც მიუღებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებული დასავლური კურსი. ამის პარალელურად, ქუთაისის მოსახლეობის უმეტესობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ვიდრე რუსეთთან ურთიერთობაა. ამის გამომწვევ მიზეზებსა და სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქში არსებულ სიტუაციაზე, ტელეკომპანია „რიონმა“ გადაცემა მოამზადა.

სტუმრები:

ციცი ჯინჯიხაძე – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
ბექა ქებულაძე – იურისტი.