NDI – გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა ავირჩიოთ [Video]

2017 წლის 15 მაისი | 15:59

NDI-ს გამოკითხულთა 84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი   პირდაპირი წესით უნდა აირჩეს. პრეზიდენტის არჩევას ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან მხარს უჭერს 9 %, 2% ასეთი არჩევის არც ერთ წესს არ ეთანხმება, 4%-მა კი არ იცის.

“არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ, რა ასაკის ხარ და რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერ მხარს, ყველა  ფიქრობს, რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, ლობირება გაუწიონ არაპირდაპირი წესით არჩევას, აუცილებლად ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადება მოუწევთ იმაში, რომ ქართველები დაარწმუნონ, რომ არაპირდაპირი წესით არჩევა სჯობს პირდაპირს,”- განაცხადა ლორა თორნტონმა.

რაც შეეხება, მაჟორატარულ სისტემას, გამოკითხულთა თითმის ნახევარი მისი შენარჩუნების მომხრეა. კითხვაზე უნდა შევინარჩუნოთ თუ არა მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში, 47% დადებითად პასუხობს, 28% აცხადებს, რომ „არა“, ხოლო 24%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

DI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით  2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.  გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,7%-ია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

სინქრონი:

ლორა თორნტონი – NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, დავით ჯიბუტი.