NDI – ბათუმში გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ვინ არის მათი კანდიდატი პარლამენტში {VIDEO}

2017 წლის 18 იანვარი | 13:17

ვინ არის თქვენი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? NDI-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობიდან  ორი კვირის შემდეგ, გამოკითხულთა 25%-მა ახლადარჩეული მაჟორიტარის ვინაობა ვერ დაასახელა, 8-მ კი არასწორი პასუხი გასცა.

კობა თურმანიძის თქმით, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა ბათუმშია, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ვინ არის მისი წარმომადგენელი. მისივე ინფორმაციით, საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატს ყველაზე უკეთ ახალციხეში იცნობენ.

კვლევა NDI-მ და  CRRC საქართველომ  განახორციელა.  გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.  კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

სინქრონი:

კობა თურმანიძე – CRRC საქართველო-ს წარმომადგენელი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, სანდრო ხატიაშვილი.