NDI-ს კვლევის მიხედვით არჩევნებში მოსახლეობის მოსალოდნელი აქტივობა მაღალია

2012 წლის 5 სექტემბერი | 19:51

აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები (57%), ხელმისაწვდომი ჯანდაცვა (35%) და ტერიტორიული მთლიანობაა (34%). კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 77%-მა დადებითად შეაფასა.

ლუის ნავაროს თქმით, ივნისთან შედარებით, მოქალაქეები დემოკრატიის მიმართ უფრო დადებითად არიან განწყობილები. მისივე თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს „Must Carry“-ს გაგრძელება არჩევნების შემდგომ პერიოდშიც სურს.

 

სინქრონი:

ლუის ნავარო – NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი

ავტორი:

სანდრო ხატიაშვილი.