ნატოსა და ევროკავშირის ცენტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა {VIDEO}

2017 წლის 2 თებერვალი | 16:03

ანტიდასავლური პროპაგანდის მეშვეობით გავრცელებული მითებისა და დეზინფორმაციის სანდო ინფორმაციით გაქარწყელება და ამისთვის 2016 წელს 550-ზე მეტი შეხვედრა დედაქალაქისა და რეგიონის მოსახლეობასთან – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა გასული წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ქეთევან ჩაჩუას თქმით, ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში, საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ 20 ათასზე მეტ მოქალაქეს მიაწოდეს ინფორმაცია

ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიკა ჩიტაძის თქმით,  ცენტრის მუშაობა საქართველოს რეგიონებში ევროატლანტიკური სტრუქუტრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.

ცენტრის ერთწლიან მუშაობას აფასებენ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრშიც“. მიხეილ მირზიაშვილი ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტს იხსენებს.

სინქრონები:

  • ქეთევან ჩაჩუა – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძრვანელი;
  • ვიქტორ დოლიძე – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;
  • ნიკა ჩიტაძე – ექპერტი;
  • მიხეილ მირზიაშვილი – განვითარების და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.