ნატოს კვირეულის ფარგლებში თელავში მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა {VIDEO}

2016 წლის 8 აპრილი | 12:45

ნატოს კვირეულის ფარგლებში თელავის საჯარო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი, რომელშიც ქალაქის შვიდი საჯარო სკოლა მონაწილეობდა, მეხუთე საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. თამაშები დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ფინალში ერთმანეთს ქალაქ თელავის მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. ორივე ფინალისტ გუნდს გადაეცათ მედლები. გამარჯვებულ გუნდს კი სპეციალური თასი და ფეხბურთის ბურთი. როგორც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონის კოორდინატორი, ერეკლე როსებიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მიმდინარე კვირას ნატოს კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები კიდევ იგეგმება. საქართველოში ნატოს კვირეული 4 აპრილს დაიწყო და ცხრამეტ აპრილს დასრულდება.

წყარო: “თანამგზავრი”.