ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და რუსული პროპაგანდის გზავნილები-დისკუსია ტელეკომპანია “დიას” ეთერში {VIDEO}

2016 წლის 21 ნოემბერი | 20:12

რა ვიცით ნატოს შესახებ? როგორია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები? რეალურად ვიქნებით თუ არა დაცული მეზობელი ქვეყნისაგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 % დღესაც აქვს ოკუპირებული და რომელიც ცალსახად გამოხატავს უკმაყოფილებას ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით?-აღნიშნულ კითხვებზე ტელეკომპანია „დია“ „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან“ ერთად გთავაზობთ ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილის პასუხებს. დისკუსიის ფორმატში არჩილ ყარაულაშვილმა საზოგადოებაში რუსული პროპაგანდის გავლენებზეც ისაუბრა და მაგალითად ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონები დაასახელა, სადაც მისი ინფორმაციით, მიზანმიმართული პროპაგანდის გამო გავრცელებულია შეხედულება, თითქოსდა ნატოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოში თურქული ჯარი შემოვა. მინისტრის შეფასებით, ასეთ ინფორმაციებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

წყარო: “დია”.