“ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის” პირველი დღე {VIDEO}

2016 წლის 4 აპრილი | 15:29

“ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს პირველი ასეთი ფორუმია საქართველოში, რომლითაც 2016 წლის ნატო-ს კვირეული იწყება.

ღონისძიებაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და შემაფერხებელი ფაქტორებიც განიხილეს. პრობლემად დასახელდა რუსული პროპაგანდის გააქტიურება. როგორც ფორუმის ერთ-ერთმა  გამომსვლელმა “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, პრობლემის დასაძლევად რეგიონული მედიის გაძლიერებაა საჭირო, რადგანაც ისინი აუდიტორიის დიდი ნდობით სარგებლობენ. აქვე აღსანიშნავია, რომ “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია” ერთადერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ნატოს კვირეულზე გამოსვლის საშუალება მიეცა.

რუსული პროპაგანდის საკითხს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეც გამოეხმაურა. როგორც ბენჟამენ ზიფმა  აღნიშნა, მთავრობა პრობლემის დაძლევას ერთიანი სტრატეგიით უნდა შეეცადოს.

“ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი” ორდღიანი და ის ხვალ დასრულდება.

სინქრონები:

გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი;
ნათია კუპრაშვილი – “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი;
ბენჟამენ ზიფი – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე;
ნიკა ჩიტაძე – ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.