ნადირობა ახალი წესებით – განსხვავებული აზრი

2017 წლის 28 თებერვალი | 14:47

რა იცვლება ნადირობის შესახებ კანონში და რომელი ახალი წესის დაკმაყოფილება მოუწევთ მონადირეებს-გარემოს დაცვის სამინისიტრო რეგიონებში, შემუშავებული კანონპროექტის, საჯარო განხილვებს მართავს. სავალდებულო ტესტირება, ვაზნაში ტყვიის საფანტის ფოლადის საფანტით ჩანაცვლება, სანადირო მეურნეობების განკარგვის წესში ცვლილება-დოკუმენტის მიმართ შენიშვნები აღნიშნულთან ერთად სხვა გარემოებებმაც გამოიწვია, რიგ შემთხვევებში დისკუსიები ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა და განხილვა ჩაიშალა. გადაცემა „განსხვავებული აზრი“ გთავაზობთ გარემოს დაცვის სამინისტროს განმარტებებს მოსალოდნელი ცვლილებების აუცილებლობის შესახებ, ასევე ნახეთ პარლამენტარი ზაზა ხუციშვილის შეფასება, რომელიც კანონპროექტში ჩაწერილ რიგ რეგულაციებს არ ეთანხმება.

სამოცდამეხუთე გადაცემა.