მუსლიმ თემს დასავლეთ საქართველოში 11 მეჩეთი გადაეცა {VIDEO}

2017 წლის 24 მარტი | 18:07

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელ სარეკომენდაციო სხდომაზე,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, ებრაელთა და პროტესტანტთა თემის ფინანსური და ქონებრივი საკითხები განიხილეს.

კომისიის სხდომაზე განხილული 69 – საკითხიდან, 62 დადებითად გადაწყდა.

მუსლიმი თემის მიერ წარდგენილი 12 საკითხიდან, რომელიც მეჩეთების  მშენებლობისა და გადაცემას ეხებოდა , 11 დაკმაყოფილდა.

კომისიის სხდომას მუსლიმური, მართლმადიდებლური, კათოლიკური, პროტესტანტული, ებრაული და სომხური რელიგიური თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სინქრონები:

  • მამა მიქაელ ბოტკოველი – საქართველოს პატრიარქის მდივანი;
  • ბეგლარ ქამაშაძე – დასავლეთ საქართველო მუფტი;
  • ზაზა ვაშაყმაძე – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი.