მუსიკალური არჩევნები ახალციხეში {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 16:56

ვალეს #10 უბანზე, კენჭისყრის პროცედურები მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ხმის გამაძლიერებლიდან, ქალაქური სიმღერები ისმოდა. სააჩევნო უბანი ვალეს კულტურის სახლის შენობაში მდებარეობდა, მუსიკალურ გაფორმებაზეც კულტურის სახლის დირექტორმა იზრუნა. #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საუბნო კომისია აღნიშნულით კანონს არ არღვევს.

უბანზე მუსიკა დღის მეორე ნახევარში, პოლიციის მოთხოვნის შემდეგ გათიშეს.

წყარო: TV9.