მუნიციპალური ნარჩენების მართვა და ზედამხედველობა-სამუშაო შეხვედრა ჭიათურაში [Video]

2017 წლის 14 ივნისი | 14:18

მუნიციპალური ნარჩენების მართვა  – შეგროვება, დროებითი შენახვა, ტრანსპორტირება, განთავსების სივრცის მოვლა და განსახორციელებელი ღონისძიების ზედამხედველობა -ეს ის ძირითადი საკხებია, რომლებზეც დღეს ჭიათურაში  პროექტის “დავასუფთავოთ საქართველოს” პრეზენტაციაზე ისაუბრეს. საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის ეკოლოგიური პრობლემებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს  არასამთავრობო ორგანიზაცია „ორქისის“ ექსპერტებმა გააცნეს. შეხვედრზე ჭიათურაში მყარი ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმაც განიხილეს. არსებული მდგომარებით საქართველოში  56 ნაგავსაყრელია აქედან 39 მოქმედი. ინერტული, სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების გადამუშავებას, ნაგავსაყრელზე განთავსებას და ინსინერაციას საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია უზრუნველყოფს. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები „ორქისი“, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და ეკოლიგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“  შვედეთის  მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. ინფორმაცია ჭიათურის ტელეკომპანია „იმერვიზიამ“ მოგვაწოდა.

სინქრონები:

  1. ხათუნა ჩიკვილაძე – ნარჩენების მართვის ექსპერტი;
  2. ქეთი ბრეგვაძე – ჭიათურის გამგეობის მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვის საკითხებში.

ავტორები:

სალომე კოხრეიძე, ვლადიმერ ჯაოშვილი.

წყარო: TV იმერვიზია.