მწვანე ალტერნატივას ინიციატივა გარემოსდაცვითი სამუშაოების შესრულებისას დაღუპული ადამიანების ოჯახებისთვის {VIDEO}

2017 წლის 2 მარტი | 16:05

„მწვანე ალტერნატივას“ ინიციატივა გარემოსდაცვითი სამუშაოების შესრულებისას დაღუპული ადამიანების ოჯახებისთვის გარემოსდაცვითი სამუშაოების შესრულებისას დაღუპული ადამიანების ოჯახებისთვის, სოციალური შეღავათებისა და კომპენსაციის დაწესების, ინიციატივით „მწვანე ალტერნატივამ“ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კომპენსაციის ოდენობა თვეში საშუალოდ 1000 ლარით უნდა განისაზღვროს.

გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს ტყეებისა და დაცული ტერიტორიების შენარჩუნება საპასუხისმგებლო საქმეა, ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, არა მხოლოდ ქვეყნის სამსახურისთვის დაღუპული ადამიანების ოჯახებისთვის, არამედ, რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოს დაცვის ინსპექტორებისა და მათი კოლეგების საქმიანობის მნიშნელობის დაფასება იქნება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა ჯერ კომიტეტს დაეწერება, რის შემდეგაც ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

სინქრონი:

ირაკლი მაჭარაშვილი – მწვანე ალტერნატივა, კონსერვაციის პროგრამების ხელმძღვანელი

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.