მოსამართლეთა სახე მედიაში – განსხვავებული აზრი

2017 წლის 2 მაისი | 13:11

“ზონდერ- მოსამართლე”, “მანტიაში გახვეული მანქურთი”, “გაყიდული მონა”, “ქვეყნისათვის თავისმომჭრელი”, – ეს იმ შეფასებების ნაწილია, რომელთაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო განცხადებაში თავი მოუყარა და საზოგადოებას რეაგრებისაკენ მოუწოდა, “მედია სტანდარტის” აწევისათვის კი რიგი ღონისძიებების განხორციელება არ გამორიცხა. მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის პრესტიჟის აწევის მიზნით, განიხილავს საინფორმაციო და საზოგადოებრივი პროგრამების პირდაპირი წესით დაფინანსებას. ნათია კუპრაშვილის და გიორგი მგელაძის საავტორო გადაცემაში გთავაზობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განმარტებებს, თუ რა დაედო აღნიშნულ ზრახვებს საფუძვლად. გადაცემაში თქვენ ასევე ნახავთ, რესპუბლიკელი თამარ კორძაიას შეფასებებს, რომელიც პოლიტიკურ კარიერამდე სწორედ ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას წამოადგენდა.

სამოცდამეცამეტე გადაცემა.