მოხეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა და სადაო ნაგებობის სტატუსი მიენიჭება [Video]

2017 წლის 11 მაისი | 18:33

სახელმწიფო რელიგიის სააგენტოსთან არსებულმა მოხეს კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის წევრები მოხეს თემასთან დაკავშირებით შეთანხმდენენ. საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სოფელ მოხეში 1400 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც მეჩეთი აშენდება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითვე მოხეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა და სადაო ნაგებობის სტატუსი მიენიჭება. მოხეს შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გააკონტროლებს.