მოსალოდნელია თუ არა აფხაზეთში მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი? {VIDEO}

2016 წლის 6 დეკემბერი | 20:10

აფხაზეთის ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადაყენებას მოითხოვს-ინფორმაციას ექსპერტი ვახტანგ მაისაია ავრცელებს. მისი თქმით, ამცახარას პოლიტიკურმა პარტიამ და  გაერთიანებულმა ოპოზიციურმა ბლოკმა ხაჯიმბას პოსტის დატოვებისათვის ვადა 16 დეკემბრამდე მისცა. მაისაია წინამორბედ პროცესებსზეც საუბრობს, როდესაც, მისივე ინფორმაციით,  ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შორის დაძაბული შეხვედრა გაიმართა, ხოლო აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი  ასლან ბჟანია საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად დააკვეს. მისი პროგნოზით, ბჟანია ხაჯიმბას ჩაანაცვლებს, რაზეც რუსეთთან მოლაპარკებები უკვე დაწყებულია. ვახტანგ მაისაია საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთთან არასათანადო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშუალებს. მის მოსაზრებას არ ეთანხმება ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი.

სინქრონი:

ვახტანგ მაისაია – სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი;
ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი

ავტორები:

თათული ღვინიანძე, დავით ჯიბუტი