“მივდივართ იქამდე რომ აღნიშნული დანაშაული საქართველოდან არ არის ჩადენილი”- შსს 2014 წელს პარლამენტის ვებ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმის გამოძიება არ დაუსრულებია

2017 წლის 4 ივლისი | 17:14

“პარლამენტის ფაქტთან დაკავშრებით დაიწყო გამოძიება, მივდივართ იქამდე რომ აღნიშნული დანაშაული საქართველოდან არ არის ჩადენილი”-განცხადება შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნიკოლოზ სულაშვილმა “განსხვავებული აზრისათვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა რომ შეტევის კვალს საქართველოს ფარგლებს გარეთ მივყვარათ და გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

შეგახსენებთ, სამი წლის წინ საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა, რასაც არქივის ნაწილი შეეწირა.

განსხვავებული აზრი – 82.