მითი – ევროკავშირი ანგრევს ქართულ სოფლის მეურნეობას {video} (აზერბაიჯანული თარგმანი)

2015 წლის 2 ოქტომბერი | 15:35

ევროკავშირი ანგრევს ქართულ სოფლის მეურნეობას -აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იმსჯელეს თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ეთერში მოწვეულმა სტუმრებმა. ერთ-ერთი მითი, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება, არის ის, რომ მკაცრი რეგულაციები სპეციალურად არის გაწერილი ასოცირეიბს ხელშეკრულებაში, რათა დამატებითი სირთულეები შეექმნათ ქართველ ფერმერებს. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს რეგულაციათა განსხვავებულობაზე და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, თავად ფერმერების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. რაც შეეხება მითს იმის თაობაზე, თითქოს, ევროპის ბაზარზე გასვლა რუსეთთან ვაჭრობას შეუშლის ხელს, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ინტერესებშია, რაც შეიძლება, ბევრ ქვეყანასთან ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობა.

სტუმრები:

ნოდარ ტანგიაშვილი – აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მრჩეველი;
ზურაბ მოდებაძე – საინდორმაციო ვებ-პორტალი “you georgia info”-ის ანალიტიკოსი;
ზურაბ წურწუმია – არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” წარმომადგენელი.

წყარო: “თანამგზავრი”.