მითები ნატო – საქართველოს ურთიერთობის შესახებ – დისკუსია ტელეკომპანია “მარნეულის” ეთერში {VIDEO}

2017 წლის 7 აპრილი | 15:58

გამოიწვევს თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქვეყნაში ჩრდილოატნატიკური ორგანიზაციის გაერთიანებული სამხედრო ძალების ან ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის ჯარების  შემოსვლას- ამ თემაზე მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს. ხშირად აღნიშნულ საკითხთან ერთად,  ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მცდარი მითები ვრცელდება. ამ მითების გაქარწყლებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი ფარესაშვილი,  ტელეკომპანია „მარნეულის“ გადაცემა „ჩვენს საქმეში“ შეეცადა.

„რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ წევრმა ტელეკომპანიებმა ნატოს შესახებ მაყურებელს დისკუსიების ციკლი შესთავაზა.  გადაცემებში სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, მოსახლეობას,  ევროატლანტიკური გაერთიანების საქმიანობის სფეროების, მასთან თანამშრომლობის ბენეფიტებისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

წყარო: “მარნეული”.