მითები და რეალობა ევროინტეგრაციის პროცესში – დისკუსია “მეცხრე არხზე” {video} (რუსული თარგმანი)

2015 წლის 4 ოქტომბერი | 14:44

ევროკავშირთან მიმართებით საზოგადოებაში გავრცელებულ რამდენიმე მითზე იმსჯელეს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში მოწვეულმა სტუმრებმა. მათ შორის იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა ვიზალიბერალზაციის შემდეგ, მსოახლეობის დიდი ნაწილის ევროპაში სამუშაოდ წასვლა, DCFTA სინამდვილეში არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობისა და პროდუქციის ევროკავშირში გატანას და სხვა. ამ თემებზე გადაცემაში სტუმრა დიყვნენ ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორი, ცირა მესხიშვილი, „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენელი, ნინო ლომიძე, ა/ო-ს საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისათვის თავმჯდომარე, გოდერძი კუბლაშვილი. გადაცემის მსვლელობისას მაყურებელს განემარტათ, რომ უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეძლებს, შენგენის ქვეყნებში გადაადგილებას და იქ 90 დღის მანძილზე დარჩენას. რესპონდენტებმა ისაუბრეს, თუ რამდენად რეალურია საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ასევე, რას შეცვლის ვიზალიბერალიზაცია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისათვის და რა უნდა დავუპირისპიროთ სტერეოტიპებს, რომელიც ამ თემის გარშემო მოსახლეობაშია გავრცელებული.
სტუმრები:
ცირა მესხიშვილი – “ასოციაცია ტოლერანტის” დირექტორი;
ნინო ლომიძე – “World Vision”-ის წარმომადგენელი;
გოდერძი კუბლაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დარბაზი, ადიგენის განვითარებისთვის” თავჯდომარე.
 
წყარო: TV9.