“მისი უწმინდესობა არის ჩემი მმართველი მღვდელმთავარი” – მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნებას განმარტავს

2017 წლის 24 მარტი | 17:26

“ეკლესია არის სუბორდინაციაზე დაფუძნებული ინსტიტუცია. მისი უწმინდესობა არის ჩემი მმართველი მღვდელმთავარი, მან ბრძანა, რომ მე დიდი გამოცდილება მაქვს საპატრიარქოში მუშაობის და ჩემი წასვლა დამაზიანებელი იქნებოდა საპატრიარქოსთვის” – მამა მიქაელ ბოტკოველი თანამდებობაზე დაბრუნების მიზეზებს განმატავს.

შეგახსენებთ მან პატრიარქის მდივნის პოსტი სოსო ოხანაშვილთან, პატრიარქის დაცვის უფროსთან, კონფლიქტის შემდეგ დატოვა.