“მინდა ყველამ გაიგოს რომ ჩემი ნებით გავთხოვდი”,-ამობს 17 წლის ზარიფა მამედხანოვა [Video]

2017 წლის 4 მაისი | 19:33

„მინდა ყველამ გაიგოს რომ ჩემი ნებით გავთხოვდი“,-ამობს 17 წლის ზარიფა მამედხანოვა, რომლის შესაძლო გატაცების მცდელობის გამო შსს-მ 28 აპრილს საქმე აღძრა. გოგონა მარნეულის სოფელ თაქალოდანაა. სამართალდამცველებმა მისი ძებნა ადგილობრივების შეტყბინების საფუძველზე დაიწყეს. გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დღეს ზარიფა მამედხანოვა მეუღლესთან ერთად მარნეულის ტელევიზიას დაუკავშირდა. მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, რომ საკუთარი ნებით გათხოვდა და სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს.

წყარო: TV მარნეული.