მიხეილ-გელა სალუაშვილი – 12 ივლისს, არჩევანს სოდომსა და გომორს შორის ვაკეთებთ {video}

2014 წლის 8 ივლისი | 15:32

– მეორე ტურში არჩევანს სოდომსა და გომორს შორის ვაკეთებთ. სწორედ აღნიშნულმა ძალებმა – ,,ქართულმა ოცნებამ” და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამტკიცეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, – აცხადებს მიხეილ-გელა სალუაშვილი.

,,უფლის სახელით” ხელმძღვანელი ამბობს, რომ მორალური პასუხისმგებლობა იმ ამომრჩევლებსაც დაეკისრებათ, რომლებიც აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს დაუჭერენ მხარს. სალუაშვილი მოსახლეობას არჩევნებზე ბიულეტინების გადახაზვისკენ მოუწოდებს.

სალუაშვილმა არჩევნების თარიღის გამო, ცესკო-ც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პეტრე-პავლობას საზოგადოება მხოლოდ სულიერ მხარეზე უნდა ფიქრობდეს.

შეგახსენებთ, რომ 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში,  არჩევნების მეორე ტური 12 ივლისაა დანიშნული.

სინქრონი:

მიხეილ-გელა სალუაშვილი – ,,უფლის სახელით” ხელმღვანელი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.