მესხეთში მართლმადიდებლური და მუსლიმური სალოცავები ინგრევა [Video]

2017 წლის 19 აპრილი | 13:39

ახალციხეში მხოლოდ ტაძრები არ ინგრევა. მუნიციპალიტეტში რვა მეჩეთი მდებარეობს, რომლებსაც 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სპეციალისტების დახმარება თითქმის ყველა მათგანს სჭირდება.

XX საუკუნის დასაწყისში ზიკილიაში აშენებულ მეჩეთს, ადგილობრივი გიორგი მიქაძე პატრონობს, რომელიც ჯამეში თივას ინახავს. ნაგებობა ავარიულია. სახურავიდან ჩამოცვენილი თუნუქის ფურცლები, მოსახლეობას სალოცავში შეაქვს, სადაც წყალი ჩადის. ზიკილიელები შენობის გამაგრებას ითხოვენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ამორტიზებული მეჩეთი შესაძლოა, ჩამოინგრეს.

წყარო: TV9.