მერები  ეკონომიკური ზრდისთვის – ევროკავშირის პროექტი მუნიციპალიტეტებისთვის [Video]

2017 წლის 20 აპრილი | 13:03

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირი ახალ პროექტებს ანხორციელებს. მიზანი ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერება და რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში მათი როლის გაზრდაა.

პროექტის ავტორთა განმარტებით, პირველი პროექტი რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, მეორე კი მუნიციპალიტეტებისთვის ევროპული თვითმმართველობების მოდელის გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

ინიციატორები იმედს გამოთქვამენ, რომ დაგეგმილი აქტივობები, თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის პარალელურად, მუნიციპალიტეტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

პროექტების საერთო ბიუჯეტი 15 მლნ ლარს შეადგენს.

სინქრონები:

  • ზვიად არჩვაძე – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” სამდივნოს წარმომადგენელი საქართველოსა და აზერბაიჯანში;
  • პიტერ რ. კორსბი – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” სამდივნოს პროექტის ხელმძღვანელი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, დავით ჯიბუტი.