მეკლდეურები კაცხში [Video]

2017 წლის 16 მაისი | 15:34

მეკლდეურებმა კლდეზე ც­­­ოცვა კაცხის სვეტიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდებერე კლდეზე განაახლეს. მეკლდეურის, საქართვველოს გაერთიანებულ მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის ბორდის წევრის გუგა დაბრუნდაშვილის თქმით, გასული წლის ივლისში   მათ  ახალი მარშრუტი მოიძიეს და ვარჯიში იქ  განაახლეს. სოფელ კაცხის უნიკალური ბუნებით ქართველ სპორტსმენებთან და მოყვარულ მეკლდეურებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც ინტერესდებიან. მეკლდეურები ამბობენ, რომ ჭიათურა და განსაკუთრებით კი სოფელი კაცხი კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის ბევრი ფაქტორითაა მიმზიდველი და სპორტის ამ სახეობის განვითარება ქალაქს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

სინქრონები:

  1. ანა დულარე – მეკლდეური;
  2. გუგა დაბრუნადშვილი – მეკლდეური;
  3. გორგი დვალაშვილი – გეოგრაფი/თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი.

წყარო: TV იმერვიზია.