“მეგობრობა 2014” – წარმატებული საკალმახე კოოპერატივი გურიაში {VIDEO}

2016 წლის 30 ნოემბერი | 12:49

“მრავალკუთხედი” ოთარ გიორგაძის საკალმახეს ესტუმრა, რომელმაც ზღვის დონიდან 1 000 მეტრ სიმაღლეზე, მთის მდინარის წყალში თევზის მოშენება გადაწყვიტა.

ოთარმა წლების შემდეგ საკუთარ თანასოფლელებთან კოოპერირებით ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია და 5 წევრიანი კოოპერატივი “სამეგობრო 2014” ჩამოაყალიბა. გაერთიანებული ძალებით კოოპერატივი წელიწადში დაახლოებით 10 ტონა თევზს აწარმოებს

კალმახის მოშენების პარალელურად კოოპერატივი ზუთხის წარმოებასაც გეგმავს. ოთარი ამბობს, რომ მთის მდინარეში გაზრდილი თევზი ეკოლოგიურად სუფთაა და ბაზარზეც შესაბამისი ნიშა უნდა ჰქონდეს, რისთვისაც სამომავლოდ პროდუქციის სერთიფიცირებაზეც ფიქრობს.

გარდა თევზის წარმოებისა კოოპერატივი სამომავლოდ სხვა მიმართულებით განვითარებასაც აპირებს და აგრო ტურიზმის სერვისის შეთავაზებას გეგმავს, რაც კოოპერატივის შესაძლებლობებს და მოგებას გაზრდის.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 314.