მედიამონიტორინგის შედეგები – ტელევიზიებმა წინასაარჩევნო კამპანია ზედაპირულად გააშუქეს {video}

2014 წლის 10 ივლისი | 16:49

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშის შედეგები წარადგინა.

– დაკვირვების ქვეშ მყოფი მედიასაშუალებების დიდმა ნაწილმა, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები დაბალანსებით გააშუქა, რითაც მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა,  საინფორმაციო პროგრამების არსებითი ნაწილი  კი, კვლავ „ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას ეთმობოდა. მიუხედავად ამისა, შენარჩუნდა წინასაარჩევნო კამპანიების ზედაპირული გაშუქების ტენდენცია, -აღნიშნულია ანგარიშში.

საკვლევი პერიოდი 16 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. ანგარისში ნახსენებია, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ტელევიზიებში სუბიექტთა აქტივობების ზედაპირული გაშუქება შეინიშნება, რასაც მედიამონიტორები ფაქტს პასიური წინასაარჩევნო კამპანიით ხსნიან.

კვლევა 16 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. მის ფარგლებში  მონიტორები 2 საზოგადოებრივ მაუწყებელს, თბილისში მოქმედ 5 კერძო და 6 რეგიონულ ტელეკომპანიას აკვირდებოდნენ.

,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”  მონიტორინგი სლოვაკურ კომპანია ,,memo98″-თან ერთად ჩაატარა.

სინქრონი:

თამარ რუხაძე -,,ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი;

გიორგი მგელაძე – მედიამონიტორი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, სანდრო ხატიაშვილი.