მეცხვარეობის პრობლემები | GarbOnline.TV

მეცხვარეობის პრობლემები

2012 წლის 31 მარტი | 11:42

სოფლის საძოვრების სიმცირე, ფერმებში მოძველებული ინფრასტრუქტურა – გურჯაანელი მეცხვარეები ამ დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. სოფლის მეურნეობის ექსპერტები ამბობენ რომ ქვეყანაში მეცხვარეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა არ არსებობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი სიახლეების მოლოდინში არიან, მათი განცხადებით 2012 წელი სოფლის მეურნეობის განვითარების წლად გამოცხადდა და სახელმწიფო ამ დარგის განვითარებისთვისაც სპეციალურ პროგრამას განახორციელებს. უფრო დეტალურად რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ გურჯაანელი მეცხვარეები მოისმინეთ სიუჯეტში კახეთიდან.