„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“-26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში

2017 წლის 26 მაისი | 14:57

26 მაისთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, დაკავშირებული ღონისძიებები შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეას ეძღვნება. „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“- ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილ ყველა სტენდსა და დეკორაციაში იკითხება.

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს, მოედანზე ასევე წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა, სხვადასხვა სამინისტროსა და ორგანიზაციის საინფორმაციო სტენდები.

ღონისძიებაზე შევხვდებით ქართული აგრარული პროდუქციის გამოფენას, როგორიც არის სხვადასხვა სახეობის თაფლის, ღვინისა და ყველის ნაირსახეობები, ჩაი, ჩურჩხელა, თხილი, ჩირი, სუბლიმირებული ხილი, კომპოტები და მურაბები. ღონისძიების სტუმრებს საშუალება აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ დამზადებული ეს პროდუქცია დააგემოვნონ და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ.

სინქრონები:

ლევან დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი;
მინდია ქავთარაძე – ფერმერი;
ანა მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის შვილი.

ავტორები:
მარიამ მხითაროვა, მარიამ ჩიქოვანი, სანდრო ხატიაშვილი.